თეა ვადაქარია

განათლება:

2019 წლიდან დღემდე სწავლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე (ხელმძღვანელი - პროფ. ლალი ზაქარაძე).

2016-2018 წწ. მაგისტრი: ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალიზაცია: ქრისტიანული ფილოსოფია. სამაგისტრო ნაშრომის თემა: „სიკეთის იდეა „არეოპაგიტიკაში“ და მისი კვალი ძველ ქართულ მწერლობაზე“, ხელმძღვანელი - პროფ. ლალი ზაქარაძე.

2004-2008 წწ. ბაკალავრი: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალიზაცია: ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

პედაგოგიური გამოცდილება:

1997-2010 წწ.: ქართული ენისა და ლიტერატურის, რელიგიის ისტორიისა და კულტურის მასწავლებელი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. პირველი მაისის საჯარო სკოლა.

2000-2004 წწ.: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქ. ხობის კერძო სკოლა „არეა“.

სამუშაო გამოცდილება:

2015 წლიდან დღემდე: საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 

2013-2015 წწ.: მთავარი სპეციალისტი იურიდიულ პირებთან ურთიერთობის საკითხებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება.

2013 წ.: საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი.

2009-2013 წწ.: საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

2010 წ.: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის N 66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი.

2006-2009 წწ.: წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

ნაშრომები:

სიკეთისა და ბოროტების ურთიერთმიმართების არეოპაგიტული კონცეფცია - „ვეფხისტყაოსნის“ მსოფლმხედველობრივი საფუძველი, კრებულში: „საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“, 26-28 სექტემბერი, 2019 წელი (იბეჭდება).