მატერიალურ - ტექნიკური ბაზა
უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით უნივერსიტეტში აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კორპუსი. სათანადოდ მოეწყო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სასადილო სივრცე, ხოლო საუნივერსიტეტო ტერიტორია კეთილმოეწყო როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ორგანიზებულ და აკადემიური საქმიანობისთვის ხელსაყრელ გარემოს.
უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა წარმოადგენს ერთიან და სრულყოფილ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს უახლესი მოთხოვნებისა და აკადემიური სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ აუდიტორიებს, სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიებს, მრავალფუნქციურ საკონფერენციო დარბაზს, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილ კომპიუტერულ ცენტრსა და მრავალპროფილურ ბიბლიოთეკას.
აღნიშნული ინფრასტრუქტურა ემსახურება როგორც სასწავლო პროცესის ეფექტიან წარმართვას, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, რომელიც სისტემატურად ივსება და მდიდრდება ლიტერატურით, რითაც უზრუნველყოფილია სტუდენტებისა და მკვლევართათვის მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. უნივერსიტეტში შექმნილია ყველა აუცილებელი აკადემიური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პირობა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი დონის განათლების მიღებას, პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და სრულფასოვან ინტელექტუალურ ზრდას.