რუსუდან ზოიძე

ფილოსოფიის დოქტორანტი, ასისტენტი  

განათლება:

2021 წლიდან დღემდე სწავლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, ხელმძღვანელი - პროფ. თენგიზ ირემაძე.

2018-2020 წწ. მაგისტრი: ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალიზაცია: ფილოსოფია. სამაგისტრო ნაშრომის თემა: „იესო ქრისტეს მრწამსისა და სიყვარულის გაგების შესახებ გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის ფრანკფურტის პერიოდის (1798-1800) ნაშრომებში, ხელმძღვანელი - პროფ. თენგიზ ირემაძე.

2013-2017 წწ. ბაკალავრი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალიზაცია: ქართული ფილოლოგია, დამატებითი სპეციალობა - ინგლისური ფილოლოგია.

სამუშაო გამოცდილება:

2021 წლიდან: ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტი.

2021 წლიდან: ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ინოვაციური და არაფორმალური განათლების მართვის სამსახურის მენეჯერი.

2020-2021 წწ.: სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასის“ ინგლისური ენის მასწავლებელი.

2020-2021 წწ.: ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ლიტერატურის ფილოსოფიის მასწავლებელი (კლუბის ხელმძღვანელი).

2018-2019 წწ.: ქართულ-ამერიკული სკოლის ადამიანური რესურსების მენეჯერი (HR).

2016-2018 წწ.: ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ამჟამინდელი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები:

ქრისტიანული ფილოსოფია, ეთიკა, რელიგიის ფილოსოფია, კონტინენტური ფილოსოფია, ლიტერატურის ფილოსოფია, ამერიკული ფილოსოფია, მართლმადიდებლური აზრის ისტორია

თარგმანები:

  1. ნარკვევები ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რედ. თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ. 
  2. ჯაკომო რინალდი, XX საუკუნის იტალიური ფილოსოფია: მოკლე გადმოცემა და კრიტიკული შეფასება, რედ. თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
  3. ჯოსაია როისი, ბუნებითი უფლებები და სპინოზას ნარკვევი თავისუფლების შესახებ
    იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/103
  4. ალვინ პლანტინგა, შეგვიძლია თუ არა ღმერთის შესახებ საუბარი და აზროვნება?
    იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/92
  5. ჯეიმს მედისონი, ვინ არიან ხალხის თავისუფლებათა საუკეთესო მცველნი?
    იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/72
  6. ჯონ როულსი, პოლიტიკური ფილოსოფიის ოთხი ფუნქცია
    იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/65

რეცენზიები:

იუჯინ ნაგასავა, მაქსიმალური ღმერთი: სრულყოფილი არსების თეიზმის ახალი დაცვა, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/105