მაგისტრატურა (ქრისტიანული ფილოსოფია)

სამაგისტრო პროგრამის აღწერილობა 

პროგრამის სახელწოდება: ქრისტიანული ფილოსოფია / Christian Philosophy 0223

მისანიჭებელი კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის მაგისტრი / MA in Philosophy

პროგრამის ხელმძღვანელი: ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 (ECTS) კრედიტი (1 კრედიტი = 25 საათს). პროგრამის ხანგრძლივობა 2 აკადემიური წელი (4 აკადემიური სემესტრი). ერთი აკადემიური სემესტრი მოიცავს 19 კვირას (აქედან: 15 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს და შუალედურ შეფასებებს, 4 კვირა - დასკვნითი გამოცდის მომზადებასა და ჩაბარებას).