ნიკოლოზ კოპალეიშვილი
ფილოსოფოსი, ასისტენტი
2011-2015 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში, 2015 წელს მიენიჭა თეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი.
2016-2018 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე, 2018 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „იოანე პეტრიწის ქრისტიანული ფილოსოფიის ქვაკუთხედი: ერთი, ღმერთი, მყოფი და სიმრავლე“ და მიენიჭა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი.
2017 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორის თანაშემწე და ამავე უნივერსიტეტის ასისტენტი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით.
2018 წელს ჩაირიცხა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, სადოქტორო ნაშრომის თემა: „ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიური ანთროპოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე).
მუშაობს ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკურ და თანამედროვე პრობლემებზე, ფსალმუნთა ფილოსოფიური ინტერპრეტაციის შესახებ, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართული ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებზე.
გამოქყვეყნებული ნაშრომები
თარგმანი:
- ჟაკ მარიტენი, „ფილოსოფოსი ქალაქში“, სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“, ტ. 7, გამომცმელობა „ნეკერი“, თბილისი, 2018.