დეკანოზი ამბროსი ხოშტარია

 

ასისტენტ-პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით

1989-1994 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობაზე, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1994-2000 წლებში მუშაობდა ქ. ფოთის არქიტექტურის სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000-2001 წლებში მუშაობდა გერმანულ-ქართულ ერთობლივ პროექტში ,,მიწის კადასტრი და რეგისტრაცია“

2002-2015 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ქ. ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში. 2003 წელს იკურთხა სასულიერო პირად.

2004 წლიდან არის ქ. ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიის პრორექტორი.

2013 წლიდან არის ქ. ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური. ამავე წელს დაინიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივნად.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით.

დეკანოზ ამბროსი ხოშტარიას სწავლების სფეროებია: ახალი აღთქმა და კანონიკური სამართალი.