გიორგი კაპანაძე

ფილოსოფოსი, ასისტენტ-პროფესორი 

დაიბადა 1991 წელს თბილისში. 2009-2013 წლებში სწავლობდა საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, 2013 წელს მოიპოვა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2013-2015 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2015 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „რიჩარდ რორტი - ნეოპრაგმატიზმი და ჰერმენევტიკა“ და მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2017 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. სადოქტორო ნაშრომის თემა: „სამართლიანობის და თავისუფლების გაგება კომუნიტარულ ფილოსოფიაში“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე).

2018 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით.