სიახლეები
2022 წლის 25 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის ბესიკ მაშავას დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ირემაძე). დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სადისერტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ბესიკ მაშავას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ვულოცავთ ბესიკ მაშავას ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას.
2021 წლის 13 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც ქრისტიანული ფილოსოფიის და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების 12 კურსდამთავრებულს გადაეცა მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
2021 წლის 28 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვებინარი, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროექტ „RESILIENCE“-ის პრეზენტაცია. პროექტი წარმოადგენს 12 ევროპული უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივ ინიციატივას რელიგიის კვლევების მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით. საქართველოში პროექტთან თანამშროლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა რელიგიის და თეოლოგიის კვლევების ამჟამინდელი ტენდენციები და მდგომარეობა; ის შესაძლებლობები, რომელსაც პროექტი სთავაზობს რელიგიისა და თეოლოგიის მკვლევრებს. პრეზენტაციას მოდერაციას უწევდა ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორის მოადგილე, დოქტორი ნიკოლაოს ასპრიულისი.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა წარადგინა ახალ პროექტი - „ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია“. (ენციკლოპედიის ვებ-გვერდი: http://encyclopedia.ge ) პროექტი დამუშავდა და მომზადდა ჩვენი უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ, პროექტში მონაწილეობას იღებს 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მკვლევარი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროდან.
2020 წლის 14 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის - „ეტიენ ჟილსონი: გონება და გამოცხადება“ - პრეზენტაცია. ტექსტი ქართულად თარგმნა ამავე უნივერსიტეტის მკვლევარმა მღვდელმა სვიმონ ბუკიამ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, წიგნის რედაქტორი პროფესორი თენგიზ ირემაძე, უნივერსიტეტის მკვლევრები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.
2020 წლის 29-30 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის სხდომები, რომლის ფარგლებშიც ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს: რუსუდან ზოიძემ, გიორგი ჭანიძემ, ანა შერვაშიძემ, მღვდელმა დავით ლომთაძემ, დეკანოზმა ზაქარია მესხმა და დეკანოზმა დანიელ სოლომონიძემ; ხოლო, ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს: ივანე ყურაშვილმა, ნანა ბოკუჩავამ, მირანდა ცერცვაძემ, თამარ კაჭარავამ, თამთა კვარაცხელიამ და ანა ჯანაშიამ.
2020 წლის 11 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა გამართა ონლაინ დისკუსია თემაზე: „ფილოსოფია და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის დოქტორანტები და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მკვლევრები: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, გიორგი კაპანაძე, დეკანოზი ამბროსი ხოშტარია, ნიკოლოზ კოპალეიშვილი, გიორგი გოგუა, თეა ვადაქარია, ბესიკ მაშავა და გიორგი გველესიანი. დისკუსიას უძვებოდა ამავე უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი გიორგი ხუროშვილი.
2020 წლის 22 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია: „ბულინგის პრობლემა მოზარდებში“. კვლევა მომზადდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის მიერ. კვლევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები. პრეზენტაციას უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.