უნივერსიტეტის მისია
უნივერსიტეტის მისია არის საზოგადოების ინტელექტუალური პროგრესისა და მეცნიერების ხელშეწყობა, ასევე, განსაკუთრებით, ქრისტიანული საღვთისმეტყველო მეცნიერებების (ქრისტიანული ფილოსოფია, ქრისტიანული ფსიქოლოგია, პოლიტიკური თეოლოგია და ა.შ.) რთული და კომპლექსური სფეროს განვითარების ხელშეწყობა.
შესაბამისად, უნივერსიტეტი მიზნად ისახავს თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი მაღალგანვითარებული ეროვნული უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებულია სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებზე; მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას, რომელიც ემსახურება განსწავლული, მიზანდასახული, მაღალი ზნეობისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას, მათ ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციების მნიშვნელოვან მონაპოვართა შენარჩუნებასა და საჭირო სიახლეების დანერგვას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების ხელშეწყობას. ქართული სახელმწიფო ენის სწავლებისა და განვითარებისთვის საჭირო აკადემიური გარემოს შექმნას; უნივერსიტეტის მისიის ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტებია: მეცნიერული პოტენციალის გამოყენება საქართველოს სახელმწიფოებრივი და სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების სამსახურში; მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებში მიღწეული მაღალი დონისა და მდიდარი ეროვნული ტრადიციების, ქართული პროფესიული კადრების სამოღვაწეო ასპარეზის შენარჩუნება და განვითარება; ახალგაზრდებისა და მათი ჰარმონიული განვითარებისათვის საიმედო დასაყრდენის, სანდო სულიერი და ზნეობრივი ორიენტირების შექმნა; ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციებისა და მსოფლიო ტექნოლოგიურ მიღწევათა ოპტიმალური დანერგვა საუნივერსიტეტო სივრცეში; უმაღლესი განათლების სისტემის დარგობრივი (სპეციალობათა) მრავალფეროვნების მაქსიმალური შენარჩუნება და განვითარება; საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა; სარწმუნოებრივ და მეცნიერულ მსოფლგაგებათა და აზროვნების სისტემათა, ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობის პრინციპის ინტეგრაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში.
უნივერსიტეტი ახორციელებს და უზრუნველყოფს: რწმენისა და ცოდნის ერთიანობაზე, განათლების უწყვეტობასა და მემკვიდრეობითობაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას; საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და არსებული ცოდნის რეალიზებას ქართული საზოგადოების წიაღში; ხელს უწყობს ქართული და მსოფლიო მართლმადიდებლური კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას; ზოგადქრისტიანულ და მართლმადიდებლურ წიაღში შექმნილი ქართული კულტურის შესწავლას; მომავალი თაობების აღზრდას ქრისტიანული ზნეობით, ქართული კულტურითა და ტრადიციებით; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას; პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი განათლების მიღებას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას; შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, პიროვნული შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებას; ეროვნული განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო და პედაგოგიური პერსონალის მომზადებასა და გადამზადებას; სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნას და განვითარებას.