ბესიკ მაშავა

ფილოსოფიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი

დაიბადა 1986 წელს ქ. რუსთავში. 2003-2007 წწ. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 

2009-2013 წწ. სწავლობდა ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიის სპეციალიზაციით.

2016-2018 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე, 2018 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „სულის შესახებ მოძღვრება ანტონ ბაგრატიონის ნაშრომში სპეკალი“ და მიენიჭა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი.

2018-2022 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, 2022 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე:  „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე) და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.  

2021 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. 

კვლევის ინტერესები: ბიზანტიური ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია და ახალი დროის ქართული ფილოსოფია.

გამოქვეყნებული ნაშრომები:

 სტატიები:

  1. „თეოდორე აბუკურა და მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობის ორი ძველქართული რედაქცია“, კრებულში: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში: ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2020, გვ. 25-30.
  2. „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან: გაიუს მარიუს ვიქტორინუსი“, კრებულში: ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან: კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019, გვ. 33-49.
  3. „ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტები და თეოდორე აბუკურას ბუნების თეოლოგია“, იხ.: პეტრიწის პორტალი: http://www.petritsiportal.ge/ka/article/100
  4. „ამბროსი ნეკრესელი“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/104
  5. „ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი)“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/106
  6. „იოანე საბანისძე“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/112
  7. „გედევანიშვილი იონა“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/103
  8. „თეოდორე აბუკურა“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/105
  9. „ყაითმაზაშვილი ფილიპე“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/102

 

რეცენზია:

  1. „ჯონ ლამორო: თეოდორე აბუკურა“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი: http://petritsiportal.ge/ka/article/43
  2. „სიდნი გრიფიტი: თეოდორე აბუკურა - ტრაქტატი წმინდა ხატების თაყვანისცემაზე“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი: http://petritsiportal.ge/ka/article/93

 

საგაზეთო პუბლიკაცია:

  1. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #38 (თბილისი, 2018 წ.), გვ. 10-12.

 

თარგმანები:

  1. თენგიზ ირემაძე, „იოანე პეტრიწი“, ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ (სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“, ტ. 9), თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2019.
  2. ქრისტიან ვილდბერგი, „დავითი“, ჟურნალში: „უფლის ციხე“, #5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 37-41.
  3. ქრისტიან ვილდბერგი, „დავითი“, იხ.: პეტრიწის პორტალი: http://www.petritsiportal.ge/ka/article/68