საერთაშორისო პარტნიორები

საერთაშორისო პარტნიორები

 

                                                                                   

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და  ლიუბლიანას უნივერსიტეტს (სლოვენია) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას 2023 წლის 2 ოქტომბერს მოეწერა ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ლიუბლიანას უნივერსიტეტიდან აკადემიური პერსონალის და მკვლევრების მობილობას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების და აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ლიუბლიანას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა იანეს ვოდიკარმა. 

საერთაშორისო პარტნიორები

                                                                 

2023 წლის 13 ივლისიდან ახალი საქართველოს უნივერსიტეტი არის რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონსორციუმ RESILIENCE-ის დამკვირვებელი წევრი. კონსორციუმი აერთიანებს 16 ევროპულ უნივერსიტეტსა და კვლევითი ინსტიტუტს; ის ითვალისწინებს რელიგიის კვლევების ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბიბლიოთეკების, არქივებისა და აკადემიური ბაზების ევროპული ქსელის შექმნას, მკვლევართა მობილობას, ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და ვორქშოპების გამართვას. საპარტნიორო შეთანხმებას ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ორგანიზაციის თავმჯდომარემ პროფესორმა ალბერტო მელონიმ და პრეზიდენტმა პროფესორმა ჰერმან ზელდერჰუისმა.

საერთაშორისო პარტნიორები

                                                                                    

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას (საბერძნეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წლის 10 იანვარს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორმა, დოქტორმა პანთელის კალაიძიდისმა. თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმებულია ერთობლივი კვლევითი პროექტები, სამეცნიერო ღონისძიებები, ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობა. 

საერთაშორისო პარტნიორები

 წმ. ვლადიმირის სემინარიის ვებ-გვერდი

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიას (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 2 მაისს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. თანამშრომლობის ფარგლებში, შეთანხმებულია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები, სამეცნიერო ღონისძიებები, ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობა. 

საერთაშორისო პარტნიორები

                                                                                        

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივსა და აზიური ფილოსოფიის საზოგადოებას (ბერლინი, გერმანია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 15 ივნისს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ და აზიური ფილოსოფიის საზოგადოების თავმჯდომარემ, პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა. თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმებულია მკვლევრების გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები და სამეცნიერო ღონისძიებები.

საერთაშორისო პარტნიორები

                                                                                   

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივსა და ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (ბოხუმი, გერმანია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 19 მარტს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ და ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზიგარდ გრაუმანმა. თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმებულია ერთობლივი კვლევითი პროექტების, სამეცნიერო ღონისძიებების გაცვლითი პროექტებისა და ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის განხორციელება.