საპატიო დოქტორები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის წარდგინების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუს პროფესორს რიჩარდ სუინბერნს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2023 წლის 25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, პროფესორ ქრისტოს იანარასს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.

25.05.2023

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის წარდგინების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროფესორ ქრისტოს იანარასს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2022 წლის 16 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, პროფესორ ქრისტოს იანარასს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.

16.09.2022

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2019 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2019 წლის 30 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.

31.10.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2019 წლის 29 მარტის დადგენილებით საღვთისმეტყველო განათლების შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მის მაღალღირსებას, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმერის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტს, დეკანოზ ჩად ჰათფილდს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2019 წლის 3 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.

03.05.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2018 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2018 წლის 9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, მიტროპოლიტ კალისტე უეარს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.

15.09.2019