სოციალური კვლევების ლაბორატორია

სოციალური კვლევების ლაბორატორია არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.

ლაბორატორია ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) ქართული საზოგადოების ინტერესთა სფეროში არსებული სოციალურ პრობლემების: სოციალური, ეკონომიკური, გენდერული უთანასწორობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტეგრაციასთან დაკავშირებული სირთულეების, ინსტიტუციური და სისტემური პრობლემების შესწავლა, შედეგების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

ბ) საზოგადოებაში არსებული სოციალურად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ კონკრეტული ჯგუფების დამოკიდებულებების შესწავლა;

გ) ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოება ფსიქოლოგიისა და სხვა სოციალური მეცნიერებების შესწავლის კუთხით.

დ) დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ცოდნის მიღებისა და გაღმავების უზრუნველყოფა, რომელიც განხორცილდება შესაბამისი კურსებისა და ტრენინგების მეშვეობით.

ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი ირაკლი კახიძე

ასისტენტი: ირინა კვარაცხელია, ფსიქოლოგიის მაგისტრი