სიახლეები
ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაამყარა ლიუბლიანას უნივერსიტეტთან (სლოვენია). შესაბამის ხელშეკრულებას 2023 წლის 2 ოქტომბერს მოეწერა ხელი. ხელშეკრულება პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ლიუბლიანას უნივერსიტეტიდან აკადემიური პერსონალის და მკვლევრების მობილობას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების და აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ლიუბლიანას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა იანეს ვოდიკარმა.
2023 წლის 22 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ევრაზიის დეპარტამენტის თანამშრომლები ოსტინ დოილი, ბენ შეფნერი და ნოაჰ ლოიდი. დელეგაცია შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ფონდსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები.
2023 წლის 1-15 სექტემბრის განმავლობაში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი კაპანაძე RESILIENCE-ის მკვლევართა მობილობის პროგრამის ფარგლებში მიუნსტერის უნივერსიტეტში (გერმანია) იმყოფებოდა. რელიგიის კვლევების ევროპულ საუნივერსიტეტო კონსორციუმ RESILIENCE-ის დამკვირვებელი წევრი ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მიმდინარე წლის ივლისში გახდა, რის შედეგადაც უნივერსიტეტის მკვლევრებს საშუალება ეძლევათ კვლევითი მობილობა განახორციელონ 16 ევროპულ უნივერსიტეტში.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიის კვლევების ევროპული კონსორციუმის RESILIENCE-ის მმართველი საბჭოს სხდომაში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი მიტროპოლიტი გრიგოლი და მის შემადგენლობაში იყვნენ უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა და დაისახა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობა. კონსორციუმი აერთიანებს 16 ევროპულ უნივერსიტეტს და მისი მიზანია რელიგიის კვლევების ინფრასტრუქტურის განვითარება, არქივებს შორის თანამშრომლობა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონგლომერატის RESILIENCE-ის დამკვირვებელი წევრი გახდა. ორგანიზაცია აერთიანებს 16 ევროპულ უნივერსიტეტს და მისი მიზანია რელიგიის კვლევების ინფრასტრუქტურის განვითარება, არქივებს შორის თანამშრომლობა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა. საპარტნიორო შეთანხმებას ხელი მოეწერა 13 ივლისს, ბოლონიაში (იტალია). შეთანხმებას ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ორგანიზაციის თავმჯდომარემ პროფ. მელონიმ და პრეზიდენტმა პროფ. ზელდერჰუისმა.
2023 წლის 2-12 ივლისს საბერძნეთის ქალაქ ვოლოსში იმართება საზაფხულო სკოლა, რომელშიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები დოქტორი ნიკოლოზ კოპალეიშვილი და არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე მონაწილეობენ. საზაფხულო სკოლის თემატიკაა თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი მართლმადიდებლური თეოლოგიის პერსპექტივიდან და მისი ორგანიზატორია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია. უნივერსიტეტის წარმომადგენლები სკოლაში მონაწილეობენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, რომელსაც ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა ამა წლის იანვარში ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმით.
2023 წლის 24 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორანტთა კოლოქვიუმი ნეიროთეოლოგიაში. კოლოქვიუმს უძღვებოდა უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი ლალი ზაქარაძე. კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის პირველი დონის სტუდენტები. კოლოქვიუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო დისკუსია ნეიროთეოლოგიის აქტუალური პრობლემების შესახებ.
2023 წლის 23 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯაკომო რინალდის მეხუთე ლექცია, რითაც დასრულდა სპეციალური სალექციო კურსი ხელოვნების ფილოსოფიაში. სალექციო კურსი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას 30-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტიდან და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. კურსის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფესორმა რინალდიმ.
2023 წლის 22 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მეოთხე ლექცია, რომლის ფარგლებშიც ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რინალდიმ ისაუბრა ინდივიდუალური ხელოვნების სისტემაზე ჰეგელის ესთეტიკაში. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები. ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.