სიახლეები

2022 წლის 15 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პარტნიორმა ინსტიტუციებმა გაცვალეს ახალი გამოცემები. თანამშრომლობის მემორნდუმის ფარგლებში, გაიმართა მსჯელობა პარტნიორობის შემდგომი განვითარების გეგმებზე, შეთანხმდა ახალი პროექტები და მათი განხორციელების განრიგი.

15.05.2022

2022 წლის 14 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. წმ. ვლადიმირის სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა ქრისტიანული განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

14.05.2022

2022 წლის 13 მაისს, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიაში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის საზეიმო მიღება გაიმართა. დელეგაციის წევრებს უმანსპინძლეს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა ტიხონმა და სემინარიის პრეზიდენტმა დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები გაეცნენ სემინარიის სასწავლო, კვლევით, საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს.

13.05.2022

2022 წლის 12-23 მაისის ჩათვლით ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია აკადემიური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, 12 მაისს, უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა შეხვედრა გამართა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან უნეტარეს ტიხონთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

12.05.2022

2022 წლის 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტი გიორგი კაპანაძე, სადოქტორო კვლევის ფარგლებში, იმყოფებოდა ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია), სადაც მას ხელმძღვანელობას უწევდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარი ჯაკომო რინალდი. გიორგი კაპანაძემ ურბინოს უნივერსიტეტში 1 თვის განმავლობაში იმუშავა მისი სადოქტორო კვლევის განვითარებაზე.

10.05.2022

2022 წლის 25 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის ბესიკ მაშავას დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ირემაძე). დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სადისერტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ბესიკ მაშავას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ვულოცავთ ბესიკ მაშავას ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას.

26.04.2022

2021 წლის 13 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც ქრისტიანული ფილოსოფიის და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების 12 კურსდამთავრებულს გადაეცა მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

13.08.2021
2021 წლის 30 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ შემდეგ მაგისტრანტებს:
 
გიორგი ქავთარაძე - ღირსი ალექსი (შუშანია) - ბერი-ფილოსოფოსი;
ახტანგ ჯიჯიეშვილი - ღმერთის არსებობის არგუმენტები და იონა ხელაშვილის ქრისტიანული მეტაფიზიკა;
ლიკა ბოლქვაძე - სახელმწიფოს მოწყობის მოდელი ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში (ალექსანდრე ამილახვარი);
ქრისტინე სალუქვაძე - თანასწორობის თანამედროვე იდეა და მისი საწყისები ადრექრისტიანულ ფილოსოფიაში.
 
ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი:
 
ნინო კახიანი - გრიგოლ ნოსელი და ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძვლები.
 
 
31.07.2021

2021 წლის 28 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვებინარი, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროექტ „RESILIENCE“-ის პრეზენტაცია. პროექტი წარმოადგენს 12 ევროპული უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივ ინიციატივას რელიგიის კვლევების მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით. საქართველოში პროექტთან თანამშროლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა რელიგიის და თეოლოგიის კვლევების ამჟამინდელი ტენდენციები და მდგომარეობა; ის შესაძლებლობები, რომელსაც პროექტი სთავაზობს რელიგიისა და თეოლოგიის მკვლევრებს.  პრეზენტაციას მოდერაციას უწევდა ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორის მოადგილე, დოქტორი ნიკოლაოს ასპრიულისი.

28.05.2021

ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა წარადგინა ახალ პროექტი - „ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია“. (ენციკლოპედიის ვებ-გვერდი: http://encyclopedia.ge ) პროექტი დამუშავდა და მომზადდა ჩვენი უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ, პროექტში მონაწილეობას იღებს 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მკვლევარი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროდან.

ამ ეტაპზე ენციკლოპედია აერთიანებს 22 ავტორის მიერ შესრულებულ 120-ზე მეტ აკადემიურ სტატიას, 2021 წლის ბოლომდე სტატიებისა და ავტორების რაოდენობა გაორმაგდება. ახალი სტატიები ყოველთვიურად დაემატება.
 
ენციკლოპედიაში შესულია შემდეგი სახის სტატიები:
 
- სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ავტორებისა და წარმომადგენლების შესახებ.
- სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის პარადიგმატული ცნებებისა და კონცეპტების შესახებ.
 
14.05.2021