სიახლეები

კვლევითი მობილობა მიუნსტერის უნივერსიტეტში

15.09.2023

2023 წლის 1-15 სექტემბრის განმავლობაში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი კაპანაძე RESILIENCE-ის მკვლევართა მობილობის პროგრამის ფარგლებში მიუნსტერის უნივერსიტეტში (გერმანია) იმყოფებოდა. რელიგიის კვლევების ევროპულ საუნივერსიტეტო კონსორციუმ RESILIENCE-ის დამკვირვებელი წევრი ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მიმდინარე წლის ივლისში გახდა, რის შედეგადაც უნივერსიტეტის მკვლევრებს საშუალება ეძლევათ კვლევითი მობილობა განახორციელონ 16 ევროპულ უნივერსიტეტში.