სიახლეები

2023 წლის 15 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და უნივერსიტეტის პროფესორებმა შეხვედრა გამართეს კემბრიჯის მართლმადიდებლური კვლევების ინსტიტუტის დირექტორთან დრაგოს ჰერესკუსთან. შეხვედრაზე განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა. დაისახა თანამშრომლობის დაწყებისა და ოფიციალური გაფორმების გეგმა.

15.01.2023

2023 წლის 14 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო ვოლოსის საერთაშორისო კონფერენციის - „ეკლესიის მისია“ - სესიაში „მეცნიერება და თეოლოგია“. გიორგი კაპანაძემ მოხსენება წაიკითხა შემდეგ თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია მეცნიერული მოდერნიზმის კონტექსტში: გამოწვევები და პერსპექტივები“.

14.01.2023

2023 წლის 13 იანვარს, ვოლოსში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ეკლესიის მისია“ - ფარგლებში გაიმართა ქართული სესია „მართლმადიდებლობა საქართველოში". სესია სრულად დაეთმო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა მოხსენებებს.  სესიაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები: პროფ. გიორგი ხუროშვილი - ქართული აზროვნების მთავარი იდეები; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი - საქართველოს ეკლესიის გზა დასაბამიდან დღემდე; პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - ქართული სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიურ-პოლიტიკური პარადიგმები შუა საუკუნეებში; ასოც. პროფ. ირაკლი კახიძე - რელიგიური განწყობები და მათი თავისებურებები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში; პროფ. ლალი ზაქარაძე - ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარების მთავარი ეტაპები საქართველოში.

13.01.2023

2023 წლის 13 იანვარს, ვოლოსში მიმდინარე მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის II კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრეზენტაცია. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა უნივერსიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა 2015 წლიდან დღემდე. პრეზენტაცია მოიცავდა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივი პროექტების მიმოხილვას. პრეზენტაციას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუციების ფართო წარმომადგენლობა.

13.01.2023

2023 წლის 11 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობს მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაში. უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და დელეგაციის წევრმა პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის გახსნის ცერემონიაში. ცერემონიაზე საზეიმო მოხსენება წაიკითხა მსოფლიო საპატრიარქოს კორეის მიტროპოლიტმა და იაპონიის ეგზარქმა ამბროსიმ (ცოგრაფოსი). მონაწილეების სიტყვით მიმართეს დიმიტრიადის მიტროპოლიტმა იგნატიუსმა და საბერძნეთის განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

11.01.2023

2023 წლის 10 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორმა, დოქტორმა პანთელის კალაიძიდისმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ვოლოსის აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დემეტრიას მიტროპოლიტი იგნატიუსი. ახალი საქართველოს უნივერსტეტის დელეგაცია გაეცნო ვოლოსის აკადემიის საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს. თანამშრომლობის ფარგლებში დაისახა სამომავლო გეგმები.

10.01.2023

2022 წლის 22 ნომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიიღო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები: დანიის სამეფოს ელჩი ქ-ნი ანე ტოფტ სორენსენი, შვედეთის სამეფოს ელჩი ბ-ნი ულრიკ ტიდესტრომი, ესტონეთის ელჩი ქ-ნი რინა კალიურანდი, ლიეტუვის ელჩი ბ-ნი ანდრიუს კალინდრა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონალური დირექტორი ბ-ნი ვინსენტ დონტო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი თენგიზ ირემაძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დეკანოზი თევდორე ბასილაია. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და გამოიკვეთა აღნიშნულ საელჩოებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

22.11.2022

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა პერიოდულად მდიდრდება ქართველი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების პირადი წიგნადი ფონდებითა და საარქივო მასალებით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, არჩილ ბეგიაშვილის (1928-1996 წწ.) ოჯახმა ახალი საქართველოს უნივერსიტეტს გადასცა მისი პირადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საარქივო მასალები. ფილოსოფოსის სამუშაო წიგნადი ფონდი შედგება უაღრესად ღირებული ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული გამოცემებისგან, ხოლო საარქივო მასალები კი მოიცავს არჩილ ბეგიაშვილის გამოქვეყნებულ და გამოუქვეყნებელ სამეცნიერო ნაშრომებს ანალიზური ფილოსოფიის, შემეცნების თეორიისა და ალეთეიოლოგიის შესახებ. 

03.11.2022

2022 წლის 24 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვივნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები იან მაკგინითი და ენდრიუ ლინდერი, მათთან ერთად, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორს თენგიზ ირემაძეს. დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში გაიმართა ვაშინგტონში. დღევანდელი საპასუხო ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

24.09.2022

2022 წლის 19 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფესორმა ქრისტოს იანარასმა რამდენიმე კურსდამთავრებულს შესაბამისი დიპლომები გადასცეს. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ ნიკოლოზ კოპალეიშვილს და ბესიკ მაშავას. მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ სანდრო ქუშაშვილს, სოფიო ნადირაშვილს, მღვდელ ილია ვარშანიძეს და ლანა ლუხუტაშვილს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს მიტროპოლიტმა გრიგოლმა, პროფ. იანარასმა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა.

19.09.2022