საერთაშორისო პარტნიორები
საერთაშორისო პარტნიორები
წმ. ვლადიმირის სემინარიის ვებ-გვერდი
ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიას (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 2 მაისს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. თანამშრომლობის ფარგლებში, შეთანხმებულია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები, სამეცნიერო ღონისძიებები, ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობა.
საერთაშორისო პარტნიორები
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივსა და აზიური ფილოსოფიის საზოგადოებას (ბერლინი, გერმანია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 15 ივნისს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ და აზიური ფილოსოფიის საზოგადოების თავმჯდომარემ, პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა. თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმებულია მკვლევრების გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები და სამეცნიერო ღონისძიებები.
საერთაშორისო პარტნიორები
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივსა და ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (ბოხუმი, გერმანია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 19 მარტს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ და ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზიგარდ გრაუმანმა. თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმებულია ერთობლივი კვლევითი პროექტების, სამეცნიერო ღონისძიებების გაცვლითი პროექტებისა და ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის განხორციელება.