სიახლეები

ვორქშოპი სარაევოს უნივერსიტეტში

05.03.2024

2024 წლის 5 მარტს, სარაევოს უნივერსიტეტში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) გაიმართა რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონსორციუმ RESILIENCE-ის ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის და ლუვენის უნივერსიტეტის (ბელიგიის სამეფო) წიგნის მემკვიდრეობის ლაბორატორიის მიერ განხორციელებული კვლევითი პროექტები. პრეზენტაცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ წარმოადგინა პროფ. გიორგი ხუროშვილმა, ხოლო ლუვენის უნივერსიტეტის პროექტების შესახებ დოქტორმა ალბერტო კამპანოლომ. ვორქშოპში მონაწილეობას იღებდნენ სარაევოს უნივერსიტეტისა და ღაზი ჰუსრევ-ბეგოვას სახელობის ბიბლიოთეკის მკვლევრები და თანამშრომლები.