სიახლეები

2024 წლის 11 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა ჰალკის თეოლოგიურ სკოლას. დელეგაციას უმასპინძლა ჰალკის თეოლოგიური სკოლის წმ. სამების მონასტრის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა კასიანემ. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის დელეგაციამ დაათვალიერა ჰალკის თეოლოგიური სკოლის კამპუსის მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები, მოინახულა ჰალკის თეოლოგიური სკოლის ბიბლიოთეკა და სასწავლო ინფრასტრუქტურა.

11.11.2024

2024 წლის 9 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია შეხვდა მსოფლიო პატრიარქს, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს l-ს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ლალი ზაქარაძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი, პროფ. გიორგი ხუროშვილი, იღუმენია თეკლა წიქარიძე. დელეგაციამ მსოფლიო პატრიარქს გააცნო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობა - საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევები, სამეცნიერო ღონისძიებები და სხვა. მსოფლიო პატრიარქთან აუდიენცია ერთი საათის განმავლობაში, გულთბილ გარემოში მიმდინარეობდა. ბართლომეოს l-მა დალოცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, წარმატებები უსურვა პროფესორებსა და სტუდენტებს.

09.11.2024

2024 წლის 8 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ხელმძღვანელობით ქ. სტამბოლში შეხვდა მსოფლიო საპატრიარქოს ჰალკის თეოლოგიური სკოლის რეგენტთა საბჭოს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგენტთა საბჭოს წევრები მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, მიტროპოლიტი აპოსტოლოსი და მიტროპოლიტი ანდრია. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ჰალკის თეოლოგიურ სკოლასთან აკადემიური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობა.

08.11.2024

2024 წლის 5-7 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას იღებდა ქ. სტამბოლში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი მართლმადიდებელი თეოლოგის, პერგამოს მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის (1931 - 2023) ინტელექტუალურ მემკვიდრეობას. კონფერენცია გახსნა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს l-მა. კონფერენციაზე განხილული იქნა იოანე ზიზიულასის თეორიული შემოქმედების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის მრავალი საკითხი. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია და ფორდჰამის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური კვლევების ცენტრი.

07.11.2024

2024 წლის 15 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კურსდამთავრებულებს მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადასცა. დიპლომები გადაეცათ შემდეგ კურსდამთავრებულებს: შოთა ყურუას, გიორგი წილოსანს, დეკანოზ თევდორე ბასილაიას, ქრისტინე გაგულიას, იამზე გორგოტაძეს, ირაკლი ზაქარაძეს, სალომე ზენაიშვილს, თამარ ლომაძეს, თინათინ ლომთაძეს, დეკანოზ შიო პაიჭაძეს.

15.10.2024

2024 წლის 2-5 ოქტომბერს, იტალიის ქ. ურბინოში, ურბინოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია ისტორიასა და აწმყოში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ფილოსოფიის პროფესორები და მკვლევრები იტალიიდან, საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, ჰელმუტ შნაიდერი და ნიკოლოზ კოპალეიშვილი. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა საკითხების ფართო სპექტრი: ქრისტიანული რელიგიის თეორიული გააზრება ადრეულ ქრისტიანულ ფილოსოფიურ და თეოლოგიურ აზროვნებაში, ქრისტიანობის გაგება ჰეგელთან, ქრისტიანობის პოლიტიკურ-ფილოსოფიური და პოლიტიკურ-თეოლოგიური განზომილებები და სხვ.

05.10.2024

2024 წლის 26 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „მოწამის ქრისტიანული იდეალი და დიდმოწამე ქეთევან დედოფალი“. კონფერენცია მიეძღვნა წმ. ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან 400 წლისთავს. კონფერენციის გახსნა და შესავალი სიტყვა - ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე. კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები: 1) მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): „შესავალი მოხსენება: წმ. ქეთევანი - ცხოვრება და ღვაწლი“; 2) ასისტ. პროფ. ნიკოლოზ კოპალეიშვილი: „წმ. ქეთევანი - მოწამე, დედოფალი და დედა“; 3) არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე): „მოწამეობის ქრისტიანული კონცეფცია და წმ. ქეთევანი“.

26.09.2024

2024 წლის 4 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფ. ჯაკომო რინალდიმ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა სპინოზას ფილოსოფიის შესახებ გამართული სემინარების მონაწილეებთან და მათ სერტიფიკატები გადასცა. სემინარები 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ფილოსოფიის დოქტორანტები და უნივერსიტეტის პროფესორები.

04.08.2024

2024 წლის 3 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები. კონფერენცია გახსნა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფესორმა თენგიზ ირემაძემ. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მოხსენებები ანტიკური ფილოსოფიის, ქრისტიანული ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიის ისტორიის და პოლიტიკური ფილოსოფიის საკითხების შესახებ. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.

03.08.2024

2024 წლის 2 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „სამართალი და პოლიტიკა“.  კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები: პროფ. ჯაკომო რინალდი - რამდენიმე რეფლექსია მე-20-ე საუკუნის იტალიური პოლიტიკური აზროვნების შესახებ; პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - დაბრუნება ბუნებით სამართალთან: ჯონ ფინისი და მისი მეტაფიზიკური თეორია; პროფ. ლალი ზაქარაძე - სამართლიანობის იდეა ივან ილინის სამართლის ფილოსოფიაში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი მოხსენებების შესახებ.

02.08.2024