სიახლეები

2024 წლის 1 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჯაკომო რინალდის მესამე სემინარი თემაზე "ჰეგელი და დერიდა". სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და ფილოსოფიის დოქტორანტები. სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია.

01.08.2024

2024 წლის 31 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის, ჯაკომო რინალდის მეორე სემინარი „სპინოზას ფილოსოფია და ნეოპლატონიზმი“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და ფილოსოფიის დოქტორანტები.

31.07.2024

2024 წლის 30 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე „შესავალი სპინოზას ფილოსოფიაში“. სემინარს უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები. სემინარი ნაყოფიერი დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

30.07.2024

2024 წლის 29 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის სხდომა. კომისიის გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ შემდეგ მაგისტრანტებს: სალომე ზენაიშვილი, დეკანოზი თევდორე ბასილაია, ქრისტინე გაგულია, დეკანოზი შიო პაიჭაძე, იამზე გორგოტაძე, ირაკლი ზაქარაძე, თამარ ლომაძე, თინათინ ლომთაძე. ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ შემდეგ მაგისტრანტებს: შოთა ყურუა, გიორგი წილოსანი.

29.07.2024

2024 წლის 16 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ღონისძიება. უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს ნანა ქირიას და სოფო რომანაძეს გადასცა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები,  დავით ჯინჭარაძეს, მარი ნადარეიშვილს და ოლგა მარკინას კი ფსიქოლოგიის მიგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები. ახალი საქართველოს უნივერსტეტი ულოცავს ახალ კურსდამთავრებულებს მაგისტრის ხარისხის მიღებას.

16.03.2024

2024 წლის 5 მარტს, სარაევოს უნივერსიტეტში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) გაიმართა რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონსორციუმ RESILIENCE-ის ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის და ლუვენის უნივერსიტეტის (ბელიგიის სამეფო) წიგნის მემკვიდრეობის ლაბორატორიის მიერ განხორციელებული კვლევითი პროექტები. პრეზენტაცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ წარმოადგინა პროფ. გიორგი ხუროშვილმა, ხოლო ლუვენის უნივერსიტეტის პროექტების შესახებ დოქტორმა ალბერტო კამპანოლომ. ვორქშოპში მონაწილეობას იღებდნენ სარაევოს უნივერსიტეტისა და ღაზი ჰუსრევ-ბეგოვას სახელობის ბიბლიოთეკის მკვლევრები და თანამშრომლები.

05.03.2024

2024 წლის 27 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა დოქტორანტ გიორგი კაპანაძის დისერტაციის დაცვა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სადოქტორო ნაშრომის თემა: „რელიგიური შემეცნების სპეციფიკა და მისი ფილოსოფიური საზრისი“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. თენგიზ ირემაძე

27.02.2024

2023 წლის 5 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ბექარ ტრიანტაფილლუმ სტუდენტებთან გამართა სპეციალური ლექცია/დისკუსია, რომელიც ეხებოდა თანამედროვე ფსიქოკონსულტირების აქტუალურ საკითხებს. განხილული იქნა სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე გზები და მიდგომები.

05.12.2023

2023 წლის 22 ნოემბერს, გაიმართა RESILIENCE-ის გენერალური ასამბელის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომდგენლები. ახალი საქართველოს უნვერსიტეტს სხდომაზე წარმოადგენდა პროფესორი გიორგი ხუროშვილი. სხდომის ფარგლებში განხილული იქნა ორგანიზაციის გეგმები 2024 წლისთვის. რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონგლომერატი RESILIENCE აერთიანებს 17 ევროპულ უნივერსიტეტს და მისი მიზანია რელიგიის კვლევების ინფრასტრუქტურის განვითარება, არქივებს შორის თანამშრომლობა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა. ახალი საქართველოს უნვერსიტეტი ორგანიზაციას 2023 წლის ივლისში შეუერთდა. 

22.11.2023

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორების ახალი საერთაშორისო გამოცემები:

1) 2023 წელს ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობამ „ნომოსი“ გამოსცა ჰეგელის კვლევებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო რეფერირებადი წელიწდეულის Jahrbuch für Hegelforschung ახალი, 22-ე ტომი. წელიწდეულის მთავარი რედაქტორია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. ამ ტომში ჰეგელის ფილოსოფიის ცნობილი უცხოელი სპეციალისტების გამოკვლევები გარდა, შესულია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომელთა სამეცნიერო შრომებიც.

აღნიშნული ტომი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: საარქივო დოკუმენტები/მასალები, გამოკვლევები და საინფორმაციო ცნობები/მასალები. ჰეგელის მოწაფეების, ჰაინრიხ გუსტავ ჰოტოსა და ვარნჰაგენ ფონ ენზეს მიმოწერა ეხება...

13.11.2023