სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის დელეგაციის ვიზიტი უნივერსიტეტში

22.09.2023

2023 წლის 22 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ევრაზიის დეპარტამენტის თანამშრომლები ოსტინ დოილი, ბენ შეფნერი და ნოაჰ ლოიდი. დელეგაცია შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ფონდსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები.