სიახლეები

თანამშრომლობის მემორანდუმი ლიუბლიანას უნივერსიტეტთან (სლოვენია)

02.10.2023

ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაამყარა ლიუბლიანას უნივერსიტეტთან (სლოვენია). შესაბამის ხელშეკრულებას 2023 წლის 2 ოქტომბერს მოეწერა ხელი. ხელშეკრულება პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ლიუბლიანას უნივერსიტეტიდან აკადემიური პერსონალის და მკვლევრების მობილობას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების და აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ლიუბლიანას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა იანეს ვოდიკარმა.