;

უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო-სტრუქტურულ ერთეულია კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პროცესის განვითარებას. არქივი აქვეყნებს სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომებსა და პერიოდულ გამოცემებს, ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ კვლევებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით. 

უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო და სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ით უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. ფაკულტეტზე შემუშავებულია უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების სწრაფ პროფესიულ განვითარებას.