მატერიალურ - ტექნიკური ბაზა
უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით უნივერსიტეტი 1997 წლიდან ქმნის თავის ისტორიას. უნივერსიტეტში აშენდა ახალი სასწავლო კორპუსი, სათანადოდ მოეწყო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სასადილო, ასევე კეთილმოეწყო ტერიტორია შიდა და გარე პერიმეტრზე. ახლო მომავალში უნივერსიტეტს ექნება თავისი საერთო საცხოვრებელი და სპორტული კომპლექსი. უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიცავს უახლესი მოთხოვნების მიხედვით აღჭურვილ აუდიტორიებს, კაბინეტებს, ლაბორატორიებს, კომპიუტერულ ცენტრსა და ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკა შეივსო როგორც სასულიერო, ასევე საერო ლიტერატურით. ერთი სიტყვით, აქ ყველა პირობაა შექმნილი მაღალი დონის განათლების მისაღებად.