სიახლეები

გიორგი კაპანაძის დისერტაციის დაცვა

27.02.2024

2024 წლის 27 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა დოქტორანტ გიორგი კაპანაძის დისერტაციის დაცვა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სადოქტორო ნაშრომის თემა: „რელიგიური შემეცნების სპეციფიკა და მისი ფილოსოფიური საზრისი“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. თენგიზ ირემაძე

სადისერტაციო კომისიამ დადებითად შეაფასა დოქტორანტის მიერ გაწეული კვლევითი სამუშაო, გიორგი კაპანაძეს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.