კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი არქივი
უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო-სტრუქტურულ ერთეულია კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. არქივის შემადგენელი სტრუქტურული ერთეულებია: ა) კავკასიური ფილოსოფიის განყოფილება; ბ) თეოლოგიის განყოფილება; გ) უცხოეთის განყოფილება. არქივი რეგულარულად აქვეყნებს სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომებსა და პერიოდულ გამოცემებს, ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ კვლევებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით. არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებულ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო-კვლევით ცენტრებთან. არქივის მიზნები და ამოცანებია:
- ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის დაცვა და მისი გადაცემა შემდეგი თაობებისთვის;
- კავკასიის რეგიონის თეორიული მემკვიდრეობის შესწავლა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული სამეცნიერო-კვლევითი დონის გაუმჯობესება;
- ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტრადიციის საერთაშორისო პოპულარიზაცია;
- ქრისტიანული ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ახალი სასწავლო-საკვლევი მეთოდოლოგიის შემუშავება;
- არქივში წარმოებული კვლევის შედეგების დანერგვა სასწავლო პროცესში;
- ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების წარმატებული კვლევებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა;
- ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების მკვლევართა ახალი თაობების მომზადება; შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
თანამშრომლები
არქივის დირექტორი
არქივის დირექტორის მოადგილე
კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე
მეცნიერ-თანამშრომელი, კავკასიური ფილოსოფიის განყოფილება
მეცნიერ-თანამშრომელი, კავკასიური ფილოსოფიის განყოფილება
თეოლოგიის განყოფილების გამგე
მეცნიერ-თანამშრომელი, თეოლოგიის განყოფილება
მეცნიერ-თანამშრომელი, თეოლოგიის განყოფილება
მეცნიერ-თანამშრომელი, თეოლოგიის განყოფილება
უცხოეთის განყოფილების გამგე
მეცნიერ-თანამშრომელი, უცხოეთის განყოფილება
მეცნიერ-თანამშრომელი, უცხოეთის განყოფილება
საპატიო მკვლევრები
სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
ურბინოს უნივერსიტეტი (იტალია)