სიახლეები
2015 წლის 20 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველოს პოლიტიკური რეალობა“.
2014 წლის 28-29 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში".
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.
2013 წლის 16 ნოემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მოწვევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციაში „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები“.