სიახლეები
2016 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მკვლევარებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
2016 წლის 15 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის მოხსენება თემაზე: „ადრექრისტიანული აზროვნება და მისი როლი ორგანიზებული რელიგიის ფორმირების პროცესში“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ადრექრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი ფიგურების პავლე მოციქულის, ირინეოს ლიონელის და ათანასე ალექსანდრიელის შესახებ და გამოკვეთა მათი წვლილი ქრისტიანობის, როგორც ორგანიზებული რელიგიის ჩამოყალიბების პროცესში.
2016 წლის 22 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა იორკის (კანადა) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, რელიგიათმცოდნეს, ბატონ როლანდ შაინიძეს და კანადის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს კომუნიკაციის მენეჯერს, ბატონ რიჩარდ მატონს.
2016 წლის 18 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“.
კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღს.
2016 წლის 11 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
2016 წლის 24 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა „ღია კარის დღე“. ღონისძიება გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
2016 წლის 18 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი დამიან უამპლერი. ბატონ ატაშეს ახლდა ასევე აშშ-ს საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი თამარ რთველიაშვილი.
2016 წლის 12-13 თებერვალს, სორბონის უნივერსიტეტში (პარიზში/საფრანგეთი), გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „თეოლოგიის საწყისები და მიზეზთა წიგნი V-XVII საუკუნეებში“, რომელზეც მიწვეული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი თენგიზ ირემაძე.
2015 წლის 26 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილმა და ასოც. პროფ. გიორგი თავაძემ წაიკითხეს მოხსენებები ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოზნანი, პოლონეთი) ფილოსოფიის ინსტიტუტში.
2015 წლის 3 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში (საქართველოს საპატრიარქო), კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თავისუფლების იდეა ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში“.