ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია

                                                                             

        

ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ელექტრონული ენციკლოპედია არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე შექმნილი და განვითარებული სამეცნიერო-ელექტრონული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მდიდარი ტრადიციის შესახებ კვალიფიციური ცოდნის გავრცელებას დარგის წარმომადგენელთა, სტუდენტთა და ქართული საზოგადოების ფართო წრეებში. ენციკლოპედია მოიცავს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების შესახებ სტატიებს, ასევე, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიისთვის მნიშვნელოვანი სკოლების, მიმართულებების, კონცეპტებისა და ცნებების შესახებ სტატიებს. ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები არიან ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ცნობილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ამდენად, ეს ელექტრონული ენციკლოპედია აერთიანებს ჰუმანიტარული მეცნიერებების, განსაკუთრებით კი, ფილოსოფიისა და თეოლოგიის კუთხით მნიშვნელოვან ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მათ წარმომადგენლებს.