სიახლეები

RESILIENCE-ის გენერალური ასამბლეა

22.11.2023

2023 წლის 22 ნოემბერს, გაიმართა RESILIENCE-ის გენერალური ასამბელის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომდგენლები. ახალი საქართველოს უნვერსიტეტს სხდომაზე წარმოადგენდა პროფესორი გიორგი ხუროშვილი. სხდომის ფარგლებში განხილული იქნა ორგანიზაციის გეგმები 2024 წლისთვის. რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონგლომერატი RESILIENCE აერთიანებს 17 ევროპულ უნივერსიტეტს და მისი მიზანია რელიგიის კვლევების ინფრასტრუქტურის განვითარება, არქივებს შორის თანამშრომლობა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა. ახალი საქართველოს უნვერსიტეტი ორგანიზაციას 2023 წლის ივლისში შეუერთდა.