სიახლეები
დიპლომების გადაცემის ღონისძიება
16.03.2024
2024 წლის 16 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ღონისძიება. უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს ნანა ქირიას და სოფო რომანაძეს გადასცა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები, დავით ჯინჭარაძეს, მარი ნადარეიშვილს და ოლგა მარკინას კი ფსიქოლოგიის მიგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები. ახალი საქართველოს უნივერსტეტი ულოცავს ახალ კურსდამთავრებულებს მაგისტრის ხარისხის მიღებას.