News
2023 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მეორე ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. მეორე ლექციის თემა იყო „ხელოვნების ცნება და ფორმები ჰეგელის ესთეტიკაში“. ლექციას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
2023 წლის 19 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯაკომო რინალდის ლექციათა ციკლი ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ. პროფ. რინალდიმ პირველი ლექცია წაიკითხა თემაზე: „ხელოვნების ფილოსოფიის მნიშვნელობა თანამედროვე აზროვნებაში“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები, ასევე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
2023 წლის 15 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მინესოტას წმ. თომას უნივერსიტეტის პროფესორის და მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის პოლ გავრილიუკის ლექცია თემაზე: "ღმერთის აღქმა ლიტურგიაში". ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
2023 წლის 14 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა გამართა შეხვედრა მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტთან პროფ. პოლ გავრილიუკთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე და გიორგი ხუროშვილი. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ასოციაციის მეგა კონფერენციის ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გამართვის საკითხები.
2023 წლის 13 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მინესოტას წმ. თომას უნივერსიტეტის პროფესორის და მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის პოლ გავრილიუკის ლექცია თემაზე: "ნეოპატრისტიკული აზროვნების სამი მოდელი: გიორგი ფლოროვსკი, ვლადიმირ ლოსკი, ალექსანდრე შმემანი". პროფ. გავრილიუკს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფ. თენგიზ ირემაძემ. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიების სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია პროფესორ გავრილიუკთან.
2023 წლის 28 მაისს შედგა უნივერსიტეტის პროფესორების შემაჯამებელი შეხვედრა პროფ. რიჩარდ სუინბერნთან. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა გამართული ღონისძიებები და დაისახა პროფ. სუინბერნთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, მათ შორის მისი წიგნების ქართულად თარგმნის პროექტი.
2023 წლის 26 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუს პროფესორ რიჩარდ სუინბერნთან. დისკუსია, ძირითადად, შეეხებოდა 25 მაისს, საპატიო დოქტორის ინაუგურაციაზე, პროფ. სუინბერნის მიერ წაკითხულ მოხსენებაში წარმოდგენილ თემებს, თუმცა, დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა ფილოსოფიისა და თეოლოგიის საკითხების ფართო სპექტრიც. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და კურსდამთავრებულები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
2023 წლის 25 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტ გამსახურდიას სახელობის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალი საპატიო დოქტორის, პროფ. რიჩარდ სუინბერნის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის წარდგინების საფუძველზე, ქრისტიანული აზროვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, უნივერსიტეტმა პროფ. სუინბერნს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფ. სუინბერნს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუსი პროფესორი რიჩარდ სუინბერნი თანამედროვე რელიგიის ფილოსოფიისა და ანალიზური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი არის ბრიტანეთს აკადემიის წევრი, ჯეიმს ჯოისის პრემიის ლაურეატი, რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. პროფ. სუინბერნის აკადემიური მოღვაწეობა 60-ზე მეტ წელს ითვლის, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ინგლისურ სამყაროში, რელიგიის ფილოსოფიისა და ქრისტიანული თეიზმის თეორიული განვითარების საქმეში. იგი არის 18 წიგნისა და 200-ზე მეტი აკადემიური სტატიის ავტორი, მისი ნაშრომები თარგმნილია 23 ენაზე.
2023 წლის 24 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა სტოკჰოლმის წმ. იგნატიოსის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ ამავე სასწავლებლის რექტორი, დოქტორი მიქაელ იელმი, ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი, გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ პროფესორი თენგიზ ირემაძე და პროფესორი გიორგი ხუროშვილი. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდა ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის განვითარების რამდენიმე მიმართულება. წმ. იგნატიოსის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი ორიენტირებულია აღმოსავლური ქრისტიანობის ისტორიის, კულტურის, მართლმადიდებლური თეოლოგიის სწავლებასა და კვლევაზე.