სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“

25.09.2016

2016 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მკვლევარებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები:

1. პროფ. ჰელმუტ შნაიდერი – კასელის უნივერსიტეტი (გერმანია), ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)

„ტრინიტარული თეოლოგიის განვითარება და მისი კულმინაცია ავგუსტინესთან 

2. პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი – ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია), გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის უცხოეთის განყოფილების გამგე (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი)

„ლოკალიზაცია - სული - ტვინი. ავგუსტინე და შუა საუკუნეების ტვინის ფილოსოფიის საწყისები“

3. პროფ. ტომ კლეფმანი – კასელის უნივერსიტეტი (გერმანია)

„დრო და მარადისობა ავგუსტინესთან“

4. პროფ. იოახიმ ფონ ვედელი – პოლიტიკური თეორიისა და მეთოდოლოგიის კათედრის გამგე, პოლიტოლოგიისა და ევროპეისტიკის ინსტიტუტი (შჩეჩინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონეთი)

„აწმყო vs მომავალი: ავგუსტინე და თანამედროვე პოლიტიკური აზროვნება“

5. პროფ. თენგიზ ირემაძე – კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)

„ნეტარი ავგუსტინე და ქართული აზროვნება“

6. პროფ. ლალი ზაქარაძე – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი)

„ნეტარი ავგუსტინე XX საუკუნის მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში“

7. ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი – კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი)

„ღვთისა და ადამიანის ქალაქთა კონფლიქტი ნეტარი ავგუსტინეს ნააზრევში“

8. პროფ. მიხეილ გოგატიშვილი – ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი

„პოლიტიკის თეოლოგიური პროექტი: ნეტარი ავგუსტინე და ერიკ ფიოგელინი“

თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა თემატური დისკუსია, ხოლო კონფერენციის დასასრულს - შემაჯამებელი დისკუსია.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა სამეცნიერო კრებულის სახით.