სიახლეები

2017 წლის 26 სექტემბერს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესორ ჯაკომო რინალდის (ურბინოს უნივერსიტეტი, იტალია) ლექცია თემაზე: „ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფიის მეტაფიზიკური წანამძღვრები“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. შეხვედრა აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

26.09.2017

2017 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.  კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემოქმედების ცნობილმა უცხოელმა მკვლევარებმა.

23.09.2017

2017 წლის 27-29 ივნისს, ცნობილი გერმანელი მეცნიერის, პროფ. ჰარტმუტ ლეპინის მიწვევითა და „გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის პრემიის“ მიერ დაფინანსებული პროექტის („გვიანანტიკური ქრისტიანობის პოლიფონია“) ფარგლებში, ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე, რომელმაც გამართა სამეცნიერო კოლოკვიუმი თემაზე: „ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში“. კოლოკვიუმის ფარგლებში პროფ. თენგიზ ირემაძემ წაიკითხა მოხსენება გვიანანტიკური ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისების შესახებ, რომელმაც დამსწრე სამეცნიერო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენებების შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი და უაღრესად ნაყოფიერი დისკუსია გვიანანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული აზროვნების ურთიერთმიმართების შესახებ. 

05.07.2017

2017 წლის 21 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დეკანოზ ლევან მათეშვილის მოხსენება თემაზე „რელიგიური განათლების პრობლემა სეკულარულ გარემოში (საჯარო სკოლების მაგალითზე)“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა საჯარო სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ განიხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმატებული მაგალითები. შეხვედრას ეწრებოდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და განგრძობადი განათლების პროგრამის მონაწილეები.  

21.06.2017

2017 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია თემაზე: „პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომლებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. 

20.06.2017

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონის წარდგინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის იღუმენი დიონისე (გვიმრაძე) არქიმანდრიტის ხარისხში აღამაღლა.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გულითადად ულოცავენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, აწ უკვე არქიმანდრიტ დიონისეს (გვიმრაძე) საქართველოს ეკლესიის წინაშე მის მიერ გაწეული ღვაწლის ესოდენ მაღალ შეფასებას და უსურვებენ წარმატებებს მის უმნიშვნელოვანეს სამომავლო მსახურებაში. აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

10.06.2017

2017 წლის 6-7 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა ჩაატარა სემინარი ჰეგელის ესთეტიკის შესახებ. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ჰეგელის ლექციები ესთეტიკის შესახებ, რომლებიც გერმანელი ფილოსოფოსის ბერლინურ პერიოდს განეკუთვნება. სემინარში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

07.06.2017

2017 წლის 5 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფ. ჰელმუტ შნაიდერის ლექცია-მოხსენება თემაზე „ჰეგელის ესთეტიკა: ხელოვნების მეტაფიზიკა და ისტორია“. ლექციას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს პროფ. შნაიდერსა და აუდიტორიას შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. 

05.06.2017

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

გულითადად გილოცავთ ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულებას და ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის უმაღლესი შეფასებით მოპოვებას! შემდგომშიც გისურვებთ წარმატებულ და პროდუქტიულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას!

უღრმესი სიყვარულითა და პატივისცემით,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია

05.06.2017

2017 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მორიგი ღონისძიება - ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერი“.

25.05.2017