სიახლეები
2018 წლის 27 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში შედგა ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტების ნაშრომების დაცვა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშრომი 14 სტუდენტმა წარადგინა. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ლალი ზაქარაძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი, პროფ. დოდო ლაბუჩიძე, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი, ასოც. პროფ. გიორგი თავაძე. სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.
2018 წლის 26 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი დოსითეოსი (ბოგვერაძე), მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მართლმადიდებლობა დიასპორაში - თანამედროვე გამოწვევები“. ლექციაზე, დამსწრეებს შესავალი სიტყვით მიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები და ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
2018 წლის 13-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა, ხობის მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში გამართა ზაფხულის სკოლა ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რომლის ფარგლებშიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლექციებისა და სემინარების ციკლი დიდი ქრისტიანი მოაზროვნეების (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი) შესახებ. ზაფხულის სკოლას უძღვებოდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და კასელის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. ლექცია-სემინარებზე განხილული იქნა ადრექრისტიანული ფილოსოფიის საფუძველმდებარე იდეები და კონცეფციები.
2018 წლის 14 ივლისს, ხობის მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში გაიმართა ზაფხულის სკოლის (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი) გახსნის ცერემონია. გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ. ცერემონიაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ პროფ. ლალი ზაქარაძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი, ასოც. პროფ. გიორგი თავაძე, ასოც. პროფ. ირაკლი კახიძე და ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი.
2018 წლის 11 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, პროფ. შნაიდერმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „რომანტიკული ხელოვნების ფორმა ჰეგელის ესთეტიკის თეორიაში“. იუბილესთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის ეპარქიის საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნად, პროფ. შნაიდერი მადლობის სიგელით დააჯილდოვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ხოლო, ქ. ფოთის საგნმანათლებლო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის პროფ. შნაიდერი დაჯილდოვდა ქ. ფოთის მერიის საპატიო სიგელით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ეპარქიის სამღვდელოება და ქ. ფოთის მერიის წარმომადგენლები.
2018 წლის 26 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) და მისი სააზროვნო ჰორიზონტები - ფილოსოფია და პოლიტიკა“. კონფერეცია მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს. კონფერეცია გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ქ. ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.
2018 წლის 21 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართა სამეცნიერო სექციის „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“ მორიგი ღონისძიება: კონფერენცია თემაზე „გრიგოლ ნოსელის ქრისტიანული ანთროპოლოგია“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მაგისტრანტები: ნიკოლოზ სამხარაძე, დეკანოზი ამბროსი ხოშტარია, ნატალია აბაშიძე, კონდრა ღურწკაია, თამთა კვარაცხელია, დიაკონი მირიან ბაძაღუა.
2018 წლის 14 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა გაეროს მოდელირების რეგიონული პროექტის დახურვის ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია იყო. გაეროს მოდელირების კონფერენციაში ადგილობრივი საჯარო და კერძო სკოლების 200-მდე მოსწავლე და ახალგაზრდა მონაწილეობდა. კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერმა ბატონმა გოჩა კურდღელიამ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქ. ფოთის საკრებულოს წარმომადგენლები.
2018 წლის 8 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი ქრისტიანული ეთიკის შესახებ. სემინარს უძღვებოდა პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ქრისტიანული ეთიკის რეცეფცია ახალი დროის ევროპულ აზროვნებაში, ასევე, მსჯელობა გაიმართა ქრისტიანული ეთიკის თანამედროვე აქტუალური საკითხების შესახებ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.
2018 წლის 25-26 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თავაძემ ჩაატარა სემინარი იმანუელ კანტის ნაშრომზე „მარადიული მშვიდობისაკენ“. სემინარის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა. სემინარის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.