სიახლეები

მოხსენებები ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტში

27.11.2015

2015 წლის 26 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილმა და ასოც. პროფ. გიორგი თავაძემ წაიკითხეს მოხსენებები ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოზნანი, პოლონეთი) ფილოსოფიის ინსტიტუტში. გიორგი ხუროშვილის მოხსენება ეხებოდა თემას: „იერუსალიმი და ათენი ადრეულ ქრისტიანულ ფილოსოფიაში“, ხოლო გიორგი თავაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „საკრალური ადგილებისა და სივრცეების ფილოსოფია. ადგილი და იდენტობა ხევსურეთში“.

მოხსენებებს ესწრებოდნენ ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები და ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მომხსენებლებმა დამსწრე აუდიტორიასთან ერთად განიხილეს თემასთან დაკავშირებული საკითხები.