სიახლეები

ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის მოხსენება

16.08.2016

2016 წლის 15 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის მოხსენება თემაზე: „ადრექრისტიანული აზროვნება და მისი როლი ორგანიზებული რელიგიის ფორმირების პროცესში“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ადრექრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი ფიგურების პავლე მოციქულის, ირინეოს ლიონელის და ათანასე ალექსანდრიელის შესახებ და გამოკვეთა მათი წვლილი ქრისტიანობის, როგორც ორგანიზებული რელიგიის ჩამოყალიბების პროცესში. მოხსენებას დაესწრნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. მოხსენების დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.