სიახლეები
სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“
2016 წლის 18 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“.
კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღს.
კონფერენცია გაიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ირემაძემ. კონფერენციაზე წაკითხულ იქნა მოხსენებები თემებზე:
- პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - ფაზისის აკადემიიდან უნივერსიტეტამდე
- პროფესორი ლალი ზაქარაძე - უნივერსიტეტის მისია
- პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი - „თავისუფალ მეცნიერებათა“ ქრისტიანული იკონოგრაფია
- ასოცირებული პროფესორი გიორგი თავაძე - შუა საუკუნეების უნივერსიტეტი და ბოლონიის პროცესი
- ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი - უნივერსიტეტის თანამედროვე კრიზისი და მისი სამომავლო გამოწვევები
მოხსენებების შემდგომ გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.კონფერენციის დასასრულს მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით მიმართა მეუფე გრიგოლმა.