სიახლეები

ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ვიზიტი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

29.11.2018

2017 წლის 27 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ბ-ნი იოს დოუმა. ელჩი დოუმა შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერი პირებს. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.