სიახლეები

აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია

07.12.2016

2016 წლის 7 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები. მათ პრეზენტაცია გამართეს იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლებსაც აშშ-ს მთავრობა სთავაზობს ქართველ სტუდენტებს. პრეზენტაციას უძღვებოდა საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი ქ-ნი თეა კუჭუხიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ქ. ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.