სიახლეები

პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის მოხსენება

30.01.2017

2017 წლის 30 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, მუდმივმოქმედი სემინარის „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ ფარგლებში, გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის მოხსენება თემაზე: „ჰეგელი კოლონიებისა და კოლონიალიზმის შესახებ“. მოხსენებას დაესწრნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები, საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია. ღონისძიება მიეძღვნა თვალსაჩინო ქართველი ფილოსოფოსის, აკადემიკოს გურამ თევზაძის 85 წლის იუბილეს.