სიახლეები

მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისადმი

04.01.2017

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!

თქვენი განსაკუთრებული მზრუნველობა საქართველოში მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისათვის უდიდესი სტიმულია ჩვენი უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლისათვის.

დაე, დიდხანს ყოფილიყავით სრულიად საქართველოს მწყემსმთავარი და მისი სულიერი წინამძღოლი!

მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

ღრმა მოწიწებითა და დიდი სიყვარულით,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლები