სიახლეები

2020 წლის 18 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორის დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის მეორე ლექცია თემაზე: „ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობა და სოციალური მსახურება“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები.

18.02.2020

2020 წლის 17 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორის დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექცია თემაზე: „ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტი“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და ისაუბრა წმ. ვლადიმირის სემინარიასა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

17.02.2020

2020 წლის 5 თებერვალს, გაიმართა შეხვერდა ასუ-ს და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შორს. შეხვედრაში ასუ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფ. თენგიზ ირემაძე და არქივის დირექტორის მოადგილე, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი. აშშ-ს საელჩოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი, საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ხუან ხოსე აპარისიო, და საელჩოს თანამშრომლები მედიკო ქოჩორაძე და ირაკლი მალანია. 

05.02.2020

2020 წლის 31 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ახლაგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: „კლიმენტ ალექსანდრიელი - ქრისტიანული ფილოსოფიის ფუძემდებელი“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის II კურსის მაგისტრანტები: ლაშა ხალვაში, ქრისტინე სალუქვაძე, რუსა ზოიძე, ანა შერვაშიძე, გიორგი ჭანიძე, დეკანოზი ილია ლომაია და მღვდელი დავით ლომთაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

31.01.2020

2020 წლის 30 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია:

▪ თენგიზ ირემაძე - იოანე პეტრიწი, ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ.

▪ ჰანს-გეორგ გადამერი - ყოფიერება-სული-ღმერთი, ინგლისურიდან თარგმნა მიხეილ გოგატიშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

30.01.2020

2020 წლის 25 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, დოქტორი კაუპო კანდის ლექცია თემაზე: „ჰააგის სასამართლოს საქმიანობა საქართველოში“. დოქტორმა კანდიმ, ლექციის ფარგლებში, ისაუბრა ჰააგის სასამართლოს საქმიანობაზე საქართველოში და მსოფლიოში. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

25.01.2020

2020 წლის 24 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: „ფილოსოფიის სათავეები და საქართველო“. სემინარს უძღვებოდა ფილოსოფიის დოქტორი კაუპო კანდი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

 
24.01.2020

2019 წლის 5 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია: „ქრისტოს იანარასი - ფსიქოანალიზი და მართლმადიდებლური ანთროპოლოგია“.  ტექსტი ქართულად თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, რედაქტორი: თენგიზ ირემაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

05.12.2019

2019 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიამ გამართა ტრეინინგი: „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“. ტრეინინგს უძღვებოდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ირაკლი კახიძე. ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის X, XI, XII კლასების მოსწავლეები. ტრეინინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: მოტივაცია და თვითგანვითარება, ლიდერობის თეორიული და პრაქტიული ასპექტები, ლიდერობის ბუნება და ტიპოლოგია, დროის მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები. ტრეინინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

01.12.2019

2019 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია პერგამონის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა მიტროპოლიტ იოანეს მიერ საპატიო დოქტორის მინიჭების საზეიმო ცერემონიაზე წაკითხული მოხსენების სხვადასხვა ასპექტი, ასევე, თანამედროვეობის აქტუალური საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხები.

31.10.2019