სიახლეები

„ეტიენ ჟილსონი: გონება და გამოცხადება“ - პრეზენტაცია

14.10.2020

2020 წლის 14 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის - „ეტიენ ჟილსონი: გონება და გამოცხადება“ - პრეზენტაცია. ტექსტი ქართულად თარგმნა ამავე უნივერსიტეტის მკვლევარმა მღვდელმა სვიმონ ბუკიამ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, წიგნის რედაქტორი პროფესორი თენგიზ ირემაძე, უნივერსიტეტის მკვლევრები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.