სიახლეები

სადოქტორო კვლევა ურბინოს უნივერსიტეტში

10.05.2022

2022 წლის 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტი გიორგი კაპანაძე, სადოქტორო კვლევის ფარგლებში, იმყოფებოდა ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია), სადაც მას ხელმძღვანელობას უწევდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარი ჯაკომო რინალდი. გიორგი კაპანაძემ ურბინოს უნივერსიტეტში 1 თვის განმავლობაში იმუშავა მისი სადოქტორო კვლევის განვითარებაზე.