სიახლეები

2022 წლის 19 მაისს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგეცია ეწვია საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში. უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, დელეგაციის წევრ პროფესორებთან ერთად, შეხვდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბ-ნ დავით ზალკალიანს და საელჩოს თანამშრომლებს. შეხვედრაში მონაწილეობდა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი). საუბარი გაიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობისა და აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ.

19.05.2022

2002 წლის 19 მიასს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები ვაშინგტონში შეხვდნენ „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (National Endowment for Democracy) წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივი პროექტები.

19.05.2022

2022 წლის 17 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ნიუ-იორკში შეხვდნენ ფორდჰამის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური ქრისტიანული კვლევების ცენტრის დირექტორს, პროფესორ არისტოტელე პაპანიკოლაუს. შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები.

17.05.2022

2022 წლის 15 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პარტნიორმა ინსტიტუციებმა გაცვალეს ახალი გამოცემები. თანამშრომლობის მემორნდუმის ფარგლებში, გაიმართა მსჯელობა პარტნიორობის შემდგომი განვითარების გეგმებზე, შეთანხმდა ახალი პროექტები და მათი განხორციელების განრიგი.

15.05.2022

2022 წლის 14 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. წმ. ვლადიმირის სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა ქრისტიანული განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

14.05.2022

2022 წლის 13 მაისს, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიაში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის საზეიმო მიღება გაიმართა. დელეგაციის წევრებს უმანსპინძლეს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა ტიხონმა და სემინარიის პრეზიდენტმა დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები გაეცნენ სემინარიის სასწავლო, კვლევით, საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს.

13.05.2022

2022 წლის 12-23 მაისის ჩათვლით ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია აკადემიური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, 12 მაისს, უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა შეხვედრა გამართა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან უნეტარეს ტიხონთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

12.05.2022

2022 წლის 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტი გიორგი კაპანაძე, სადოქტორო კვლევის ფარგლებში, იმყოფებოდა ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია), სადაც მას ხელმძღვანელობას უწევდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარი ჯაკომო რინალდი. გიორგი კაპანაძემ ურბინოს უნივერსიტეტში 1 თვის განმავლობაში იმუშავა მისი სადოქტორო კვლევის განვითარებაზე.

10.05.2022

2022 წლის 25 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის ბესიკ მაშავას დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ირემაძე). დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სადისერტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ბესიკ მაშავას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ვულოცავთ ბესიკ მაშავას ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას.

26.04.2022

2021 წლის 13 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც ქრისტიანული ფილოსოფიის და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების 12 კურსდამთავრებულს გადაეცა მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

13.08.2021