სიახლეები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლური თეოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2019 წლის 30 ოქტომბერს, უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიტროპოლიტ იოანეს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი სიგელი გადასცა.

30.10.2019

2019 წლის 19 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის სემინარი: „სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა ანტიკურ აზროვნებაში“. სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

19.10.2019

2019 წლის 18 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა პროფ. ჯაკომო რინალდისთან. პროფ. რინალდიმ შეაჯამა სამი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტში წაკითხული ლექციები და გამართული სემინარები. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრის ფარგლებში მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფ. რინალდიმ სერტიფიკატები გადასცეს ჰეგელის სკოლასა და კვალიფიკაციის კურსებში მონაწილე სტუდენტებსა და მკვლევარებს. 

18.10.2019

2019 წლის 17 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფ. თენგიზ ირემაძის ახალი წიგნის „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, სასულიერო პირები და უნივერსიტეტის უცხოელი სტუმრები. წიგნი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის სისტემური გააზრების ახალ მცდელობას. მასში, კრიტიკულად არის შეფასებული, დღემდე ფართოდ გავრცელებული, ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის მთავარი პრინციპები, შემოთავაზებულია შუა საუკუნეების ქართული აზროვნების გაგების ახალი გზები და მოდელები.

17.10.2019

2019 წლის 16 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი „ჰეგელი და თანამედროვე ევროპული ფილოსოფია“. კოლოქვიუმს უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებნდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტები. განხილული იქნა ჰეგელის აზროვნების გავლენა თანამედროვე კონტინენტურ ევროპულ ფილოსოფიაზე. კოლოქვიუმი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

16.10.2019

2019 წლის 11-12 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფიის გაგება თანამედროვეობაში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და უცხოელი მომხსენებლები გერმანიიდან და იტალიიდან. კონფერენციის სესიებს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტები. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

კონფერენციის პროგრამა

12.10.2019

2019 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა. საპატიო წოდების დამადასტურებელი დიპლომი პროფ. რინალდის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა გადასცა. ღონისძიებაზე პროფესორმა რინალდიმ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „XX საუკუნის იტალიური ფილოსოფიის მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება“. ბ-ნი რინალდი გერმანული და იტალიური ფილოსოფიის თვალსაჩინო თანამედროვე მკვლევარია, იგი არის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით, არის 20-მდე მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 

11.10.2019

2019 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ბ-ნი ალექსანდრე მოწერელია. სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას, შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან, უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ პროფესორებთან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის საკითხები. 

10.10.2019

2019 წლის 7-9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰეგელის სკოლა. სკოლას უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. სკოლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. სკოლის ფარგლებში, პროფესორმა რინალდიმ წაიკითხა სამი ლექცია ჰეგელიანიზმის გავლენის შესახებ თანამედროვე გერმანულ, ანგლო-საქსურ და იტალიურ ფილოსოფიაში. 

09.10.2019

2019 წლის 4-5 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი - „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“. კურსს უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. კურსს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, ასევე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები. კურსი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

05.10.2019