სიახლეები

ბესიკ მაშავას დისერტაციის დაცვა

26.04.2022

2022 წლის 25 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის ბესიკ მაშავას დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ირემაძე). დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სადისერტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ბესიკ მაშავას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ვულოცავთ ბესიკ მაშავას ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას.