სიახლეები

2019 წლის 22 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ორი ახალი წიგნი:

  • კრებული - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, რედაქტორი თენგიზ ირემაძე
  • მიტროპოლიტი კალისტე უეარი - შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა
22.03.2019

2019 წლის 19 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნდა კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომლის მიზანიც არის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტის საქმიანობის მხარდაჭერა, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო განათლების პოპულარიზება. ასოციაციაში გაერთიანდნენ უნივერსიტეტის, პირველი, 2018 წლის კურსდამთავრებულები. ასოციაციას უხელმძღვანელებს ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი სევერიან შენგელია, ასოციაციის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელია ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი თეა ვადაქარია, ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი სოფო ტალახაძე.

19.03.2019

2019 წლის 18 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია. მაგისტრის დიპლომი გადაეცა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის 14 კურსდამთავრებულს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ფოთის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 2018 წლის კურსდამთავრებულებს, პირველად საქართველოში, მიენიჭათ ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 

18.03.2019

2019 წლის 12 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული ჰერმენევტიკა - ისტორია და თანამედროვეობა“. კონფერენციაზე განხილული იქნა ქრისტიანული ჰერმენევტიკის აქტუალური საკითხები, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომლები და მკვლევარები. კონფერენციას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები.

12.02.2019

2019 წლის 1 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სამეცნიერო სექციის - კავკასიური ფილოსოფიის პრობლემები (ხელმძღვანელი: პროფ. ლალი ზაქარაძე) - ფარგლებში, გაიმართა მორიგი კონფერენცია თემაზე: „კავკასიური ფილოსოფია გვიანი ანტიკურობის ხანასა და შუა საუკუნეებში“. კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

01.02.2019

2019 წლის 26 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ინტერკულტურული კონტექსტი“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. კონფერენციაზე, შუა საუკუნეების ფილოსოფიის მნიშვნელოვანი კონცეფციები და პარადიგმები  განხილული იქნა სხვადასხვა კულტურათა ურთიერთობის კონტექსტში. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

26.01.2019

2018 წლის 27 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სექციის („ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“) ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „წმ. გრიგოლ ნაზიანზელი - ბიზანტიური საღვთისმეტყველო ფილოსოფიის ფუძემდებელი“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტი ბესიკ მაშავა და ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტები: გიორგი ჭანიძე, რუსუდან ზოიძე, ლაშა ხალვაში, დეკანოზი ილია ლომაია, მღვდელი დავით ლომთაძე და ესმა ტაგიძე. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა გრიგოლ ნაზიანზელის მოღვაწეობისა და აზროვნების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

27.12.2018

2018 წლის 24 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სექციის - „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“ - ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კოლოქვიუმი, რომელიც მიეძღვნა დიდ ქრისტიან მოაზროვნეს არისტიდე ათენელ ფილოსოფოსს. მასზე მოხსენებით წარსდგნენ ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტები ბესიკ მაშავა და ნიკოლოზ კოპალეიშვილი, ასევე, ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრანტები ნიკოლოზ სამხარაძე და ირაკლი შარტავა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 
24.12.2018

2018 წლის 11 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის მკვლევარის ბ-ნი ლანსელოტ ფლეტჩერის სემინარი სპინოზას „ეთიკის“ შესახებ. სემინარი წარიმართა „ნელი კითხვის“ მეთოდით, მასზე განხილული იქნა სპინოზას „ეთიკის“ მეთოდოლოგიური და შინაარსობრივი მხარეები, საუბარი წარიმართა ნაშრომის მიზანდასახულობისა და ფილოსოფიის განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ. სემინარს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით მიმდინარეობდა. 

11.12.2018

2018 წლის 10 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის მკვლევარის ბ-ნი ლანსელოტ ფლეტჩერის სემინარი პლატონის „სახელმწიფოს“ შესახებ. სემინარი წარიმართა „ნელი კითხვის“ მეთოდით, მასზე განხილული იქნა პლატონის „სახელმწიფოს“ ფილოსოფიური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ისტორიული შრეები. სემინარს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით მიმდინარეობდა. 

10.12.2018